საგარანტიო მომსახურება – HONDA

საგარანტიო მომსახურება

HONDA -  ახალი ავტომობილის საგარანტიო პირობები

გარანტია იწყება ავტომანქანის გაყვანის დღიდან და ძალაშია 5 წელი ულიმიტო გარბენით.

ამ პერიოდში, ავტომანქანის ნორმალური ექსპლოატაციის პირობებში, საქარხნო დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში გამყიდველი საკუთარი ხარჯებით  შეაკეთებს ავტომობილს ან/და შეუცვლის სათადარიგო ნაწილებს;

გარანტია ვრცელდება შემდეგ კომპონენტებსა და აგრეგატებზე:

  • ძალოვანი აგრეგატები: 5 წელი ულიმიტო გარბენი;
  • ელექტრო სისტემა: 5 წელი ან 150000 კმ, რომელიც ადრე შესრულდება;
  • აუდიო სისტემა: 3 წელი ან 100 000 კმ, რომელიც ადრე შესრულდება;
  • აკუმულატორი: 1 წელი ან 30 000 კმ, რომელიც ადრე შესრულდება;
  • სავალი ნაწილი: 1 წელი ან 30 000 კმ, რომელიც ადრე შესრულდება;
  • ძარის გამჭოლი კოროზია: 5 წელი.

მყიდველი ვალდებულია დაიცვას რეგლამენტით (რომელიც მყიდველს ჩაბარდება ავტომობილთან ერთად) დადგენილი ექსპლოატაციის წესები და საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი სახის მომსახურება და სათადარიგო ნაწილები შეიძინოს მხოლოდ სენა ავტო ჯგუფის ტექნიკური მომსახურების ცენტრში.

მისამართი: თბილისის შემოსასვლელი,  აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.

ელ-ფოსტა: office@senamotors.com.ge

ტელ.: 255 10 50