ჰონდას შესახებ

HONDA - Power of Dreams    //   ჰონდა - ოცნების ძალა

ჩვენ ყველას ოცნებები გვამოძრავებს, ოცნება თითოეული ჩვენგანისთვის დიდი გამოწვევაა და სწორედ ოცნებებმა შთააგონა სოიჩირო ჰონდას, რომ კომპანია შეექმნა. ჩვენ გვწამს ოცნების ძალის, მაგრამ მხოლოდ რწმენა საკმარისი არ არის:

"მოქმედება ფილოსოფიის გარეშე ლეტალური იარაღია, ხოლო ფილოსოფია მოქმედების გარეშე უსარგებლო"

სოიჩირო ჰონდა

ჰონდა იაპონიის ქალაქ ჰამამაცუში 1948 წელს დაარსდა, აშშ-ში კი პირველი შოურუმი 1959 წელს, ლოს ანჯელესში გაიხსნა. ყველაფერი მოკრძალებული წარმოებით და რვა ბეჯითი თანამშრომლით დაიწყო, მაგრამ ძალიან სწრაფად გაიზარდა და გასაოცარ წარმატებებს მიაღწია.

"ჯერ კიდევ 70-იან წლებში, ჩვენ ვიყავით პირველი ავტომწარმოებელი მთელს ინდუსტრიაში, რომელიც ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილით იცავდა გამონაბოლქვის სტანდარტებს.

დღეს ჩვენ უკვე წინ მივიწევთ რობოტექნიკის დარგში, ვიყენებთ მზის ენერგიას და ვქმნით ავტომობილს, რომელიც მხოლოდ წყალს გამოყოფს.

რაც მთავარია, ამ ყველაფრის ფონზე არასდროს შეცვლილა ჩვენი მიზანი: შევქმნათ მეტად უსაფრთხო და გონივრული მსოფლიო, რომელშიც ადამიანები მობილურობის სიამოვნებას განიცდიან."