HONDA | Cars.com-ის ეკო მეგობრული ჯილდოს მფლობელი HONDA Clarity Plug-In

Cars.com-ის ეკო მეგობრული ჯილდოს მფლობელი HONDA Clarity Plug-In

აპრილი 23, 2019

 

დედამიწის დღეს, Cars.com-მა ჰონდას გარემოსცადვითი ღონისძიებები შეაფასა და 2019 წლის Plug-In ჰიბრიდი Honda Clarity ეკო მეგობრული ჯილდოს მფლობელად დაასახელა.

EPA-ს შეფასების მიხედვით, ელექტრო დიაპანოზით 47, ჯამში კი 340 მილის გავლის შესაძლებლობით, Honda Clarity ამერიკის plug-in ჰიბრიდებს შორის ყველაზე გაყიდვადია.

მეორე ადგილზე 2019 წლის Civic EX გავიდა. Cars.com-მა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია მის გამორჩეულად ეკონომიურ, 1,5 ლიტრიან და 4 ცილინდრიან ტურბო ძრავს. Clarity Plug-In ჰიბრიდმა განსაკუთრებული გარემოსდაცვითი ტიტულით Toyota RAV4 ჰიბრიდს და 2019 წლის Chevrolet Bolt EV-საც გადაუსწრო. ამ ჯილდოსთვის Cars.com ყველა იმ ავტომანქანას განიხილავს, რომელიც  საწვავის მოხმარებას ან ნახშირბადისა და ჰაერის დამაბინძურებელი სხვადასხვა ნივთიერების გამოყოფას მინიმუმამდე ამცირებს.

Honda Clarity Plug-In ჰიბრიდი საშუალო ზომის, ხუთმგზავრიანი ელექტრომობილების ოჯახს მიეკუთვნება, რომელიც ელექტრო ბატარეასა და წყალბადის საწვავზე მუშაობს. ეს ყველაფერი ერთ პლატფორმაშია თავმოყრილი, საიდანაც ჰონდას მომხმარებლებს მათ გემოვნებასა და საჭიროებებზე მორგებული ავტომობილის არჩევა შეუძლიათ.