HONDA | Honda Pilot 10 საუკეთესო საოჯახო ავტომობილს შორის დასახელდა

Honda Pilot 10 საუკეთესო საოჯახო ავტომობილს შორის დასახელდა

თებერვალი 20, 2019

Parents Magazine-მა Honda Pilot SUV „2019 წლის 10 საუკეთესო საოჯახო მანქანას“ შორის დაასახელა.  Honda Pilot-მა 2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მაგალითად, მისი წინა და უკანა მოყვანილობა და სტანდარტული Honda Sensing® აუდიო სისტემა გაუმჯობესდა, ხოლო ჰონდას CabinTalk™, საჯარო მისამართების ტექნოლოგია, განახლდა.  Pilot-მა ასევე მოიპოვა 5 ვარსკვლავიანი ტრანსპორტის ტიტული National Highway-სგან და საგზაო უსაფრთხოების ადმინისტრაციისაგან. ასევე, Pilot-მა საგზაო უსაფრთხოების სადაზღვევო ინსტიტუტისგან (IIHS) „ყველაზე უსაფრთხოს“ წოდება მიიღო, რომელშიც Honda Sensing®-ის უსაფრთხოებისა და მძღოლის დამხმარე ტექნოლოგიების წყალობით, წინა შეჯახების პრევენციაში უმაღლესი შეფასება მოიაზრებოდა. ხოლო 2019 წელს Kelley Blue Book-ის  “Best Buy Awards” ჯილდო დაემატა.

ჯილდოს განსაზღვრისას, Parents-ის რედაქტორებმა 20 მინივენი და ყველგანმავალი შეარჩიეს, რომლებსაც  უსაფრთხოებისა და ხარისხის მხრივ საუკეთესო შეფასებები ჰქონდათ. სრულიად გათვალისწინებული იყო  – ჩამონტაჟებული სავარძლები, საოპერაციო ხარჯები, საწვავის ეკონომია, ტექნოლოგიური შესაძლებლობები და ავტომობილის ზოგადი მახასიათებლები, როგორიცაა მართვის დინამიკა, კომფორტი და ფასი.


WhatsApp
CHAT