HONDA | HONDA E – ეფექტურობისა და შესრულების საუკეთესო ბალანსი

HONDA E – ეფექტურობისა და შესრულების საუკეთესო ბალანსი

მარტი 15, 2019

 

– HONDA E ქალაქში ნაკლები გამონაბოლქვით მოძრაობის ახალ სტანდარტს ქმნის

– დიდი სიმძლავრისა და მაღალი ბრუნვის ძრავი მართვას უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის

– უკანა საჭის პლატფორმა და ჰონდას მაღალი დონის ელექტრონული ტექნოლოგია მართვის განსაკუთრებულ მახასიათებლებს უზრუნველყოფს

ახალი Honda E ქალაქის გზებზე მართვის გამორჩეული გამოცდილებისთვის შეიქმნა. სწრაფი რეაქციის დინამიკის, ეფექტურობისა და შესრულების გამორჩეული შერწყმით, ჰონდას ახალი თაობის ელექტრომობილს ტრანსპორტის ამ სეგმენტში მართვისა და მოხმარების უკონკურენტო მახასიათებლები შემოაქვს.

Honda E აღჭურვილია მაღალი სიმძლავრის ელექტრო ძრავით, რომელიც 149 ცხენის ძალას 300 ნმ-მდე შთამბეჭდავ ბრუნვას უზრუნველყოფს. Honda e-ს 35.5 კვტ. ბატარეა ამ სეგმენტის ავტომობილებში ერთ-ერთი ყველაზე კომპაქტურია; მცირე წონის, 30 წუთში 80%-მდე სწრაფი დამუხტვისა და 200 კმ. დიაპაზონის გამორჩეულ ბალანსს გვაძლევს, რაც საუკეთესო არჩევანია ქალაქში ყოველდღიური გადაადგილებისთვის.

ჰონდას ინჟინრებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს მართვის დინამიკის გაზრდას, რათა პროცესი უფრო სასიამოვნო და სახალისო ყოფილიყო.  ავტომობილის ძირზე განთავსებული ბატარეის გამო, მანქანის სიმძიმის ცენტრი მიწიდან დაახლოებით 50 სმ სიმაღლეზეა. წონის 50:50 გადანაწილებით, ფართო, თუმცა კომპაქტური ზომითა და მოკლე წინა და უკანა შვერილების დახმარებით, Honda e-ს კომპაქტური ელექტრო მანქანების სეგმენტში სტაბილურობისა და სასიამოვნო მართვის ოპტიმალური ბალანსი შემოაქვს.

სპორტული ხასიათის მისაღებად, ენერგიის მიწოდება უკანა საბურავებიდან იწყება, რაც წინა საბურავების ბრუნვასაც აუმჯობესებს.  შედეგად, ბრუნვის რადიუსი დაახლოებით 4,3 მეტრია, რაც Honda e-ს ქალაქის ვიწრო ქუჩებშიც კი განსაკუთრებულად მანევრირებადს ხდის.

Honda e-ს სიმძიმის დაბალი ცენტრი და აგებულება უხეშად დამუხრუჭების გარეშე იძლევა მარტივად მოხვევის საშუალებას, რაც სწრაფად მოხვევის დროს განსაკუთრებულ მოქნილობას განაპირობებს. ჰონდას ინჟინრებმა მართვის ხარისხი უფრო დიდი სეგმენტის მანქანების მონაცემებს შეადარეს და ამისთვის McPherson Strut-ის დამოუკიდებელი, ოთხბორბლიანი დიზაინი გამოიყენეს, რათა მძღოლს კომფორტული და დახვეწილი მართვა გარანტირებული ჰქონდეს.

Honda e ასევე გთავაზობთ ერთპედლიან კონტროლს, რაც მძღოლს მანქანის აჩქარებისა და შენელების საშუალებას მხოლოდ ერთი – გაზის პედლის გამოყენებით აძლევს.  როდესაც გაზის პედალს დააწვებით, მანქანა ჩვეულებრივად აჩქარდება, ხოლო, აშვებისას ავტომატური რეგენერაციული მუხრუჭი ამოქმედდება და მანქანას შეანელებს. ერთპედლიანი კონტროლი აუმჯობესებს ქალაქში მართვის ეფექტურობას და ამცირებს რამდენიმე პედლის საჭიროებას, რაც მძღოლს მეტი კონტროლის საშუალებას აძლევს და მართვის პროცეს უფრო მიმზიდველს, ამაღელვებელსა და ერთიანს ხდის.

ძარის სტრუქტურა, რომელშიც მაღალი სიმტკიცის მასალებია გამოყენებული, მდგრადობასთან ერთად მცირე წონითაც გამოირჩევა.  მსუბუქი ძარა იდეალურ პლატფორმას ქმნის, რომლის წყალობითაც მართვა საგრძნობლად დინამიკურია.  Honda e-ის დინამიკური მახასიათებლები კიდევ უფრო გამოკვეთილია „სპორტულ რეჟიმში“, რომელიც სწრაფი აქსელერაციის დახმარებით სიმძლავრეს კიდევ უფრო ზრდის.

Honda e ცხოვრების თანამედროვე სტილის საჭიროებების შესაბამისად არის შექმნილი. ის წარმოდგენილია გამორჩეული დიზაინით, პროგრესული ფუნქციებით და მართვის სპორტული დინამიკით, რაც, საბოლოო ჯამში, ქალაქის გარემოსთვის იდეალურ ტრანსპორტს ქმნის.

ჰონდას ახალი, კომპაქტური ელექტრომობილი ბრენდის სტრატეგიის ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც 2025 წლისთვის, ევროპაში გაყიდულ ყველა მანქანაში გადაცემათა ელექტრონული კოლოფი იქნება გამოყენებული.

Honda e-ის საწარმოო ვერსია ამ წლის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი და მომხმარებლებს შეეძლებათ პრიორიტეტული შეკვეთები ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთსა და ნორვეგიაში ონლაინ დაჯავშნონ, ან ჰონდას საერთაშორისო ვებგვერდზე სხვა ევროპული ბაზრებიდან ინტერესის დასაფიქსირებლად დარეგისტრირდნენ.

 

 


WhatsApp
CHAT