HONDA | Pilot | 8-Seat SUV

ფასის მოთხოვნის ფორმა

  • გთხოვთ შეავსოთ, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, გაყიდვების კონსულტანტი დაგიკავშირდებათ 24 საათის განმავლობაში

PILOT – 8 ადგილიანი ყველგანმავალი დიდი ოჯახისთვის! 

წამყვანი თვლები
4x4
ძრავი
3.0 ბენზინი, 249 ც.ძ.
გადაცემათა კოლოფი
ავტომატური (6 AT)
ბრუნვის მომენტი
294/5,000 ნმ/ბრნ.წთ.
საბარგულის მოცულობა
305 ლ./ 827 ლ./ 1779 ლ.
საწვავის ხარჯი
შერეული 10,4 ლ./100 კმ.
ისიამოვნეთ ნებისმიერი მოგზაურობით

ჰონდა პილოტი აღჭურვილია 249-ცხენისძალიანი, 3,0 ლიტრი მოცულობის V6 ძრავით (SOHC, i-VTEC®), რომელიც 24-სარქველიანია და საწვავის პირდაპირი შეფრქვევით გამოირჩევა. იმისათვის, რომ აგრეგატმა რესურსის მაქსიმუმიც გამოიყენოს და ამავდროულად, ეკონომიურიც იყოს, ჰონდამ შეიმუშავა ცილინდრების გათიშვის სისტემა (VCM), რომელიც ავტომატურად 6 ან 3 ცილინდრს ამუშავებს, გააჩნია, მართვის სტილს და გზის კონდიციას.
აგრეთვე ხელმისაწვდომია idle-stop (იგივე სტარტ-სტოპი) სისტემა, რომელიც ავტომატურად ჩააქრობს ძრავას, როდესაც გაჩერდებით და ავტომატურადვე დაქოქავს, როგორც კი მუხრუჭის სატერფულს ფეხს აუშვებთ. ამ სისტემის მიზანი საწვავის ხარჯის შემცირებაა.

სრულყოფილი უსაფრთხოება

ძარის ინოვაციური სტრუქტურა – ჰონდა პილოტი გამოირჩევა უახლესი, ინოვაციური ავტოინჟინერიის (ACE™) შესაბამისად შექმნილი ძარის სტრუქტურით, რაც ფანტავს შეჯახების ენერგიას, რათა გაიზარდოს მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოება. ის გაუჭრელი ღერძითაა შექმნილი და აბსოლუტურად მყარი, ხისტი სხეულით გამოირჩევა, რაც უზრუნველყოფს ძარის სიმტკიცეს, სტაბილურობასა და ავტომობილის მანევრულობას.

10 აირბალიში –  მათ შორისაა ორსაფეხურიანი, მრავალზღურბლური წინა აირბალიშები, სამრიგა გვერდითა ფარდისებრი აირბალიშები, რომლებიც სენსორულ სისტემაზეა დამყარებული. გარდა ამისა, პილოტი აღჭურვილია თანამედროვე გვერდითა აირბალიშებით.

 

AWARDS

სპეციფიკაცია

HONDA PILOT-ის დეტალური მახასიათებლები

გადმოწერა